იურგენ ჰაბერმასი

იურგენ ჰაბერმასი
თანამედროვე სოცილური სტრუქტურის აღწერებს შორის მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს იურგენ ჰაბერმასის სოციალურ თეორიას. ჰაბერმასის თეორიის წყაროებს შორის ასახელებენ მარქსიზმს, ფსიქოანალიზსს, ფენომენოლოგიას. მარქსიზმთან კავშირი უპირველეს ყოვლისა იმით გამოიხატება, რომ ისევე, როგორც ფრანკფურტის სკოლის სხვა წარმომადგენლი - მარკუზე, ჰაბერმასისთვისაც ყველა საზოგადოება, ტრადიციულით დაწყებული, პოსტკაპიტალისტურის ჩათვლით, არის ,,კლასობრივი საზოგადოება”. ყველა ამ საზოგადოებას ახასიათებს საკუთარი ორგანიზაციული პრინციპები, მაგრამ პოსტკაპიტალისტური საზოგადოება განსხვავდება იმისაგან, რაც მარქსმა აღწერა. განვითარების შედეგად მივიღეთ საზოგადოება რომელშიც: 1. სახელმწიფოსა და საზოგადოების გაყოფა, რომელიც იყო ლიბერალური კაპიტალიზმისათვის დამახასიათებელი, ჩანაცვლდა მათი შერწყმით; 2. ცხოვრების სტანდარტი ისე ამაღლდა, რომ ემანსიპაცია აღარ არის მხოლოდ და პირველ რიგში ეკონომიკური საკითხი; 3. პროლეტარიატის, როგორც კლასობრივი რევოლუციის სპეციალური აგენტის როლი გაუქმდა და დღეს შეუძლებელია ამ ჯგუფებში კლასობრივი ცნობიერება იპოვო. ამაზე დაყრდნობით, ჰაბერმასი ამბობს (მარქსის საწინააღმდეგოდ), რომ პოლიტიკური სისტემა ითვისებს მთავარ მარეგულირებელ ფუნქციას სოციო-კულტურულ და ეკონომიკურ სისტემებთან მიმართებაში. ჰაბერმასი წარმოადგენს ამ სამი სისტემის ურთიერთობას შემდეგნაირად (სმელზერის მიხედვით):
Source: თევზაძე გიგი. ინსტიტუციური ცვლილებების სოციოლოგია : [სახელმძღვ. სოციალ. მეცნიერებების მაგისტრანტებისათვის / რედ.: ლია კაჭარავა] - თბ. : მეცნიერება, 2002 - 108გვ. ; 20სმ. - (სოციალ. მეცნ. სერია / ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველო") - - რეზ. ინგლ. ენ. - ISBN 99928-893-9-0 : [ფ.ა.],

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Поможем решить контрольную работу

Смотреть что такое "იურგენ ჰაბერმასი" в других словарях:

  • პოსტმოდერნიზმი და პოსტმოდერნი — ეს ხელოვნების სხვადასხვა სფეროსთვის დამახასიათებელი სრულიად განსაზღვრული სტილია, რომელსაც ზოგჯერ გვიანდელ მოდერნს მიაკუთვნებენ, ხოლო როდესაც საუბარია პოსტმოდერნზე, იგულისხმება არა რაღაც ვიწრო სტილისტური მიმდინარეობა, არამედ ისტორიული ვითარება,… …   Georgian encyclopedia

  • ტოლერანტული — [ფრანგ. tolerant ლათ. tolerans (tolerantis) შემწყნარებელი. ტოლერანტობა XVI საუკუნეში ლათინურ და ფრანგულენოვან ლიტერატურაში დამკვიდრდა და კონფესიურ განხეთქილებას დაუკავშირდა. ამ კონტექსტში მან, უპირველეს ყოვლისა, სხვა რელიგიურ აღმსარებლობათა… …   Georgian encyclopedia


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»